პროექტები


                                     სოციალური პროექტი

პროექტის  სახელწოდება
  ,,ერთი ქოლგის ქვეშ“

მთავარი იდეა
 მოსწავლეებში  ქცევის ნორმების უნარების ჩამოყალიბება და ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

პროექტის  აქტუალობა
ჩვენი სკოლის პრაქტიკიდან გამომდინარე,როცა შერწყმული კორპუსიდან მოსწავლეები გადმოდიან მთავარ კორპუსში, ხშირად უჭირთ ხოლმე  ახალ გარემოსთან შეგუება,ადაპტაცია,ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევები განუვითარდეთ.კლასგარეშე ღონისძიებებით უკეთ ვლინდება მოსწავლის შინაგანი სამყარო.ექსკურსიაზე,გარდა იმისა,რომ  ბავშვები უკეთ ეცნობიან საკუთარი სამშობლოს ისტორიას,უახლოვდებიან  ერთმანეთს,უვითარდებათ სოციალური უნარები, ერთობიან და ისვენებენ.ექსკურსია მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისთვის,სოციალური უნარების გასავითარებალდ.
პროექტის  მიზნები
სოციალური,ჯგუფური და თვითმართვის უნარების განითარება,ქცევის ნორმების ჩამოყალიბება,ახალ სასწავლო გარმოსთან და ამხანაგებთან  ადაპტაცია.
მოსწავლეთა ასაკი
საბაზო საფეხურის მოსწავლეები.11-12  წელი.


პროექტის შესრულების ვადები

29-30 სექტემბერი.2018 წ.


პროექტის მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები ექსკურსიის პროცესში უფრო ახლოს გაეცნობიან ერთმანეთს,დაუახლოვდებიან და განუვითარდებათ სოციალური თვითმართვის,ჯგუფური მუშაობის უნარები, ჩამოუყალიბდებათ ქცევის ნორმები,გაუადვილდებათ ახალ ამხანაგებთან ადაპტაცია,გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს,ერთობლივად,ჯგუფურად შექმნიან პრეზენტაციას.

პროექტის რესურსები
სამგზავრო მანქანა,ფოტოაპარატი,სხვადასხვა თამაშების სქემები თანამშრომლობითი უნარების განსავითარებლად.ექსკურსიაზე საჭირო სხვა აუცილებელი ნივთები.

პროექტის მსვლელობა:
აქტ.1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა
მოსწავლეებთან ერთად  იდეის განვითარება, ვადებზე შეჯერება და მარშრუტის დასახვა,მშობლებთან თანამშრომლობა.
აქტ.2. სკოლის ადმინისტრაციისაგან და მშობლებისაგან და რსურსცენტრისაგან სპეციალური ნებართვის აღება.

აქტ.3.სამგზავრო მანქანის შერჩევა და საჭირო საბუთების ორგანიზება.
აქტ.4.წინასაექსკურსიო შეხვედრა.საუბარი თემაზე:როგორ ვმართოთ ქცევა,როგორ მოვიქცეთ მუზეუმებში და სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას,რა უნდა ვიცოდეთ ექსკურსიის  შთამბეჭდავად ჩატარებისათვის.
აქტ.5. ექსკურსია.მარშრუტი:შიდა ქართლის ღირშესანიშნაობები:უფლისციხე,მცხეთა,ჯვარი,შიომღვიმე,სამწევრისი,ზედაზენი,თბილისის ეროვნული მუზეუმი,სამების ტაძარი.
აქტ.6.შთაბეჭდილებების გაზიარება.პრეზენტაცია თემაზე:დაუვიწყარი სექტემბერი.

საბაზო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი






მოსწავლეს განუვითაროს მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნება;
• მოსწავლეს განუვითაროს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების  შექმნისა და წარდგენა-გაზიარების უნარები;
• მოსწავლეს გამოუმუშავოს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ზოგადად, ქართული კულტურის მიმართ;
• ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სოციალური,თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
პროექტის ბიუჯეტი
700 ლარი.
პროექტის ხელმძღვანელი
ნატო შეროზია
პროექტის  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Natosherozia2010@gmail.com


პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

თანამშრომლობდნენ თუ არა მოსწავლეები ერთმანეთთან,გამოიკვეთა თუ არა ქცევის მართვის უნარების გაუმჯობესება.

ჰქონდა თუ არა  პროექტის განხორციელებას სასურველი შედეგი

პროექტის დასრულების შემდეგ გამოთქვამენ თუ არა მზაობას მსგავს პროექტებზე მუშაობის?



მოსწავლეების  თვითშეფასების  ცხრილი
კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმონაწილეობდი   აქტივობების განხორციელებაში.


ვთანამშრომლობდი  ამხანაგებთან და მასწავლებელთან


სიამოვნებით ჩავერთვებოდი მსგავს პროექტებში



მასწავლებლის  თვითშეფასების  ცხრილი
კრიტერიუმები
დიახ
არა
დაგეგმვისას  გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


მოვახერხე ყველა მოსწავლის ჩართვა


მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


პროექტი დასრულდა გაწერილ დროში


მივიღე უკუკავშირი მოსწავლეებისაგან და მათი მშობლებისაგან











  სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება
ხელნაკეთი წიგნები

მთავარი იდეა
 მოსწავლეებისთვის წიგნის ფენომენის შეყვარება


პროექტის  აქტუალობა
დღეს,კომპიუტერული ტექნიკის განვითარების ხანაში მოსწავლეები სულ უფრო მეტად შორდებიან წიგნს.ხელნაკეთ წიგნებზე მუშაობის პროცესში   ისინი გააფორმებენ ყდას,ლამაზი კალიგრაფიით შეიტანენ ტექსტს,ვისაც შეეძლება ილუსტრაციებს დაურთავს,მოაწყობენ გამოფენას.თავიანთი ნახელავი,რასაც ამდენი დრო და ჯაფა შეალიეს-შეუყვარდებათ და უფრო მეტად დაუახლოვდებიან წიგნებს.
პროექტის  მიზნები
1.მოსწავლეების   სურვილითა და შესაძლებლობებით
ხელნაკეთი წიგნებების შექმნა.
2.შემოქმედებითი,ესთეტიკური ტკბობის  უნარების განვითარება.
3.წიგნის,როგორც შეუცვლელი ფენომენის აღმოჩენა
და შეყვარება.

მოსწავლეთა ასაკი
საბაზო საფეხურის მოსწავლეები.10-11-12  წელი.


პროექტის შესრულების ვადები
2 თვე  (მარტი-აპრილი.2019წ.)


პროექტის მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
1.მე-6,მე-7,მე-8 კლასის სახელმძღვანელოებში მოცემული ლექსებისა და მოთხრობების ხელნაკეთი კრებულები.
2. ხელნაკეთი წიგნების გამოფენა.

პროექტის რესურსები
 თაბახის ფურცლები,უბრალო და ფერადი ფანქრები,ფლომასტრები,ბურთულებიანი კალმები,წებო,სტეპლერი,ფერადი ბაფთები,ბისერები.


პროექტის მსვლელობა
აქტ.1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა
მოსწავლეებთან ერთად  იდეის განვითარება, ვადებზე შეჯერება;
აქტ.2. დავალების გადანაწილება ინდივიდუალურად.
აქტივობების შესრულების ცხრილის  შედგენა:

აქტ.3.პირველი კვირა: იმ მოთხრობებისა და ლექსების შერჩევა,რომლის ხელნაკეთ წიგნებსაც მოსწავლეები შექმნიან.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ნივთების შეძენა-მომარაგება.
აქტ.4.მეორე-მესამე კვირა:ტექსტის გადატანა თაბახის ფურცლებზე.
აქტ.5.მეოთხე-მეხუთე კვირა:ილუსტრაციების დართვა.
აქტ.6.მეექვსე კვირა: ფურცლების აკინძვა.
აქტ.7.მეშვიდე კვირა:ყდის გაფორმება.
აქტ.8.მერვე კვირა: გამოფენის მოწყობა.
მოსწავლეები ისაუბრებენ თავიანთ ხელნაკეთ წიგნებზე,მუშაობის ეტაპებზე,ინტერესებსა და შთაბეჭდილებებზე,შეაფასებენ საკუთარ ნამუშევრებს.





საბაზო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი






პროექტის ბიუჯეტი:
მოსწავლეს განუვითაროს მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნება;
• მოსწავლეს განუვითაროს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების  შექმნისა და წარდგენა-გაზიარების უნარები;
• მოსწავლეს გამოუმუშავოს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ზოგადად, ქართული კულტურის მიმართ;
• ხელი შეუწყოს მოსწავლის, როგორც ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, შემოქმედებითი და მაძიებელი პიროვნების ფორმირებას.
თაბახის ფურცლები,უბრალო და ფერადი ფანქრები,ფლომასტრები,ბურთულებიანი კალმები,წებო,სტეპლერი,ფერადი ბაფთები,ბისერები.სულ 25 ლარი
პროექტის ხელმძღვანელი
ნატო შეროზია
პროექტის  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Natosherozia2010@gmail.com


პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სასურველი შედეგი

პროექტის დასრულების შემდეგ გამოთქვამენ თუ არა მზაობას მსგავს პროექტებზე მუშაობის?



მოსწავლეების  თვითშეფასების  ცხრილი
კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის  აქტივობებზე


ვთანამშრომლობდი  ამხანაგებთან და მასწავლებელთან


სიამოვნებით ვიმუშავებდი მსგავს პროექტებზე



მასწავლებლის  თვითშეფასების  ცხრილი
კრიტერიუმები
დია
არა
დაგეგმვისას  გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


მოვახერხე ყველა მოსწავლის ჩართვა


მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


პროექტი დასრულდა გაწერილ დროში








სასწავლო პროექტი
პროექტის  სახელწოდება
არა ბარბარიზმებს!
მთავარი იდეა
ქართულ ენაში  არსებული  ბარბარიზმების  გამოვლენა და  მათი ენაში  დამკვიდრების  მიზეზების გარკვევა.
პროექტის  აქტუალობა
ჩვენს სამეტყველო ენაში საკმაოდ მომრავლდა ბარბარიზმები,რაც ენას აბინძურებს  და მის  სიწმინდეს საფრთხეს უქმნის.
პროექტის  მიზნები
მოსწავლეებმა დაკვირვების მეთოდით აღმოაჩინონ ბარ-
ბარიზმები ყოველდღიურ ცხოვრებაში:სკოლაში,ოჯახში,
მეზობლებში.გაიაზრონ თუ რა საფრთხის წინაშე
დადგება ენის სიწმინდე, თუკი ასეთი ტემპით
გაგრძელდება ბარბარიზმების ბარბაროსული შემოჭრა
ქართულ ენაში.იმსჯელონ ამ პრობლემის გადაჭრის
გზებზე;თავიანთი მცირედი წვლილი შეიტანონ
ენის დაცვის საქმეში.

მოსწავლეთა ასაკი
10-11 წელი
პროექტის შესრულების ვადები
2 კვირა  (10.12.2018 -21.12. 2018)
პროექტის მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
1.წარმოადგენენ პრეზენტაციას-ყველაზე მეტად გავრცელებული ბარბარიზმები.
2.დაამზდებენ პატარა პლაკატებს ბარბარიზმებითა და მისი შესაბამისი ქართული სიტყვით.
3.დაამზადებენ ბუკლეტებს ყველაზე გავრცელებული ბარბარიზმებით და შესაბამისი ქართული შესატყვისებით და დაარიგებენ სკოლაში.
3.ჩაატარებენ დისკუსიას:იმსჯელებენ  პრობლემის პრევენციის გზებზე.

პროექტის რესურსები
 კომპიუტერი,პრინტერი, პროექტორი,თაბახის ფურცლები,
 მარკერები,ფორმატები.
პროექტის მსვლელობა
აქტ.1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა
მოსწავლეებთან ერთად  იდეის განვითარება, ვადებზე შეჯერება;
აქტ.2. დავალების გადანაწილება ინდივიდუალურად.
აქტივობების შესრულების ცხრილის  შედგენა:

პირველი კვირა: ინფორმაციის მოძიება-დამუშავება-დახარისხება;შემაჯამებელი დისკუსია.
მეორე კვირა:პლაკატებისა და ბუკლეტების დამზადება.

აქტ.3. ეტაპობრივად შემოწმება მოსწავლეების მიერ შეგროვებული ინფორმაციისა,გადახარისხება და შესაბამისი ქართული სიტყვების მისადაგება.
აქტ.4. დისკუსია თემაზე:როგორ ვიბრძოლოთ ბარბარიზმების წინააღმდეგ.პლაკატების დამზადება.
აქტ.5.მოსწავლეები დამზადებული პლაკატებით ივლიან მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ყურადღების მისაქცევად.
აქტ.6. პლაკატების დამზადება.
აქტ.7.ბუკლეტების დამზადება და სკოლაში დარიგება.
ბოლოს  გზავნილი საზოგადოებას-„გავუფრთხილდეთ დედაენას,არა ბარბარიზმებს!
აქტ.9. შეფასება-პროექტში ჩართულობა და წვლილი ინდივიდუალურად.
ესგ-სთან კავშირი










პროექტის ბიუჯეტი:
ქართ. VI. 1.
მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 4.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით
ქართ. VI. 9.
მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
მარკერები:2 წითელი და 2 შავი=12 ლარი
თაბახის ფურცლები=3 ლარი
ფორმატები=10 ლარი
სულ=25 ლარი
პროექტის ხელმძღვანელი
ნატო შეროზია
პროექტის  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Natosherozia2010@gmail.com





პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარები
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
იყვნენ მოტივირებულნი:თვითონ შეარჩიეს თემა, აინტერესებდათ საკითხი
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
დია, აგრძელებდნენ
ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემური და საქმიანი ხასიათი
შეხვედრებს ჰქონდა სისტემატური და საქმიანი ხასიათი
პროექტის დასრულების ემდეგ გამოთქვამენ თუ არა მზაობას მსგავს პროექტებზე მუშაობის?
დიახ









მოსწავლეების  თვითშეფასების  ცხრილი
კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის  აქტივობებზე


ვთანამშრომლობდი  ამხანაგებთან და მასწავლებელთან


სიამოვნებით ვიმუშავებდი მსგავს პროექტებზე







მასწავლებლის  თვითშეფასების  ცხრილი
კრიტერიუმები
დია
არა
დაგეგმვისას  გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


მოვახერხე ყველა მოსწავლის ჩართვა


მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


პროექტი დასრულდა გაწერილ დროში




Комментариев нет:

Отправить комментарий