მოსწავლეებისთვის-შეამოწმე შენი ცოდნა

ჯ.ქარჩხაძის ,,იგი“
 ტესტირება
 1.რას ჰქვია დღის თვალი და ღამის თვალი?
 ა)მზესა და მთვარეს ბ) მთებსა და მზის ათინათს გ)ორივე ტიტულია
2.რა შინაგანი პროცესი აისახება წინადადებაში:,,იკითხა (იგიმ)თავის სხეულში“? 3.როგორ ყალიბდება ტექსტში არსებული მითითებებით,იგის ცოდნა?
 ა)მტკივნეულად ბ)წინააღმდეგობრივად გ)მრავალი დაკვირვების შედეგად
 4.რას ნიშნავს ,,შიმშილის მონადირება“? ა)წარუმატებელ ნადირობას ბ)შიმშილის დაოკებას გ)შიმშილის მოკვლას
5.რა მოქმედებს იგის ცვლიბებზე?
ა) ბელადის უგვანო ქცევა ბ)ძველი ბელადის ღირსეული ქცევა გ),,დიდი დაძინების გააზრება.
6.როდის ჩნდება ტკივილი იგის სხეულში?
 ა)როცა ძველი ბელადი ახსენდება ბ)როცა ნი ახსენდება გ)როცა მოხრას ცდილობს 7.როდის გრძნობს იგი მარტოობას?
ა)როცა ნიზე ფიქრობს ბ)როცა სხვებთან ერთად არის გ)როცა მარტოა
8.რა ასრულებს გადამწყვეტ როლს იგის ხელახლა გამართვაში?
ა)უძილობის შიში ბ)წუხილის მოთხოვნა გ)მთვარის სხივი
9.რა შემთხვევაში შეიძლებოდა,იგის აზრით,რომ სანადიროდ არ წასულიყო?
 ა)თუ თვითონ არ მოისურვებდა ბ)თუ იგი ქალი ან ბავშვი ყოფილიყო
10.რა ეწოდება მეტაფორულად მოთხრობაში ,,ფიქრს“
 ა)სხეულში ლაპარაკი ბ)გემო გ) სუნი
 პასუხები: 1.ა 2.დაფიქრება 3.გ 4.ა 5.ბ 6.გ 7.ბ 8.გ 9.ბ 10.ა

 ტესტირება
 ვაჟა-ფშაველას შემოქმედება
 1.რომელი სამწყსოს წევრია,ალუდასვე განცხადებით,ალუდა?
ა)ლომისის ბ)გერგეტის გ)გუდანის დ)ლაშარის
 2.რა მიზნით გადაუგდო მუცალმა ალუდას თავისი თოფი?
 ა) მისი ოჯახისთვის რომ გაეგზავნა ბ)სხვის ხელში რომ არ ჩავარდნილიყო გ)მისი მოკვლის საბუთად რომ გამოეყენებინა
3.,,სტუმარ-მასპინძელის“მიხედვით რატომ გადაწყვიტა ჯოყოლამ განცალკავებით ეომა? ა)ქისტებმა ახლოს არ გაიკარეს ბ)თავისი ერთგულება ქისტებისთვის ასე უნდა დაემტკიცებინა გ)სხვა გზა არ ჰქონდა
4.,,ბახტრიონში“ ვის გაწყდომას ჩივის სანათა?
ა)ლაშარის ჯვრის მლოცველების ბ)ფშავისხევის მცველების გ)მტრის წინააღმდეგ გაგზავნილი მეწინავე რაზმის დ)ქალ-რძალის
5.რა ათქმევინებს ავტორს: ,,რა საამური დრო არის,რა საამური წამია!“
 ა)გამოდარების ხილვა ბ)თათრების განდევნის ცნობა გ)ქართველ მეომართა შეკრების ხილვა გ)ლაშარის ხატის ხილვა
6.რა ზიანი მიაყენეს თათრებმა ლელას ოჯახს?
ა)მისი ძმები დაატყვევეს ბ)მისი დედა ბახტრიონში გამოამწყვდიეს,ძმები დაუხოცეს. 7.როგორ დაიღუპნენ კვირია და ლელა?
ა)თათრებთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ ბ)წამებით მოკლეს გ)ბახტრიონის ციხის ნანგრევებში დაიღუპნენ
 8.რა ბედი ეწია ბრძოლაში ზეზვას?
ა)ბრძოლის ველზე დაეცა ბ)მძიმედ დაიჭრა გ)ბრძოლის მერე ვერც ცოცხალი ნახეს და ვერც მკვდარი
 9.რა ნიჭი ჰქონდა მიმადლებული მინდიას?
ა)წინასწარმეტყველი იყო ბ)ცხოველების და ფრინველების ენა ესმოდა გ)უებარი მებრძოლი იყო
10.,,ალუდა ქეთელაურის“,,,სტუმარ-მასპინძელისა“ და ,,გველისმჭამელის“მიხედვით იმსჯელეთ ავტორის მთავარ სათქმელზე.
 პასუხები: 1.დ 2.ბ 3.ბ 4.ბ 5.გ 6.ბ 7.ა 8.გ 9.ბ 10.

                                    ტესტირება       ქართულ ენასა და ლიტერატურაში   
              
   კლასი:მე-6 

1.რას ეწოდება კვეცა?
ა)ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნას    ბ)ბოლოკიდური ხმოვნის დაკარგვას

2.სად მდებარეობს ჯვრის მონასტერი,სადაც რუსთაველის ფრესკაა შემორჩენილი?

3.განმარტეთ ჰიპერბოლა


4.სად დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი

5.რომელ ბრუნვებში ხდება კუმშვა?

5.შემოხაზეთ დადებითი ხარისხის ზედსართავი სახელი.
ა)გრძელი      ბ) უთეთრესი    გ)მოშავო
6.როგორ იწერება რიგობითი  რიცხვითი  სახელი ოცდამეთხუთმეტე?

7.რომელი სუფიქსი აწარმოებს რიგობით რიცხვით სახელს?
ა)უ-ეს              ბ)მე-ე                    გ)მო-ო
8.არც თავსართი იწერება და არც ბოლოსართი:
ა)რომაულ ციფრებთან        ბ) არაბულ ციფრებთან
9.მეტყველების ნაწილს,რომელიც გამოხატავს საგნის მოქმედებას  ან მდგომარეობას ეწოდება:
ა) ზმნა   ბ)ნაცვალსახელი       გ)ზმნიზედა
10.რომელი კუთხიდან იყო ვაჟა-ფშაველა?


სწორი პასუხები:
1  ბ.
2     იერუსალიმში
3    ჰიპერბოლა არის ტროპის ისეთი სახე, რომელიც საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად წარმოადგენს.
4    სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა ქვემო ქართლში, სოფელ ტანძიაში.
5    კუმუშვად სახელებს ფუძე ეკუმშებათ მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა ვითარებითში და ებ-იან მრავლობითის ყველა
ბრუნვაში.
6    35-ე
7     ბ.
8   ა.
9   ა.
10.  ვაჟა-ფშაველა იყო ფშავიდან



                                    










  შემაჯამებელი ტესტირება ქართულ ენაში
კლასი:მე-7        მოსწავლე:                                                                               თარიღი:
1.რა ეწოდება საგნის აღმნიშვნელ სიტყვას?       
........................................................................
2.განმარტეთ ზედსართავი სახელი

3.ჩამოთვალეთ რიცხვითი სახელის სახეები და კითხვები


4.განმარტეთ ზმნა

5.ზმნის როგორი ფორმაა საწყისი?

6.რამდენ პირიანი შეიძლება იყოს ზმნა?

7.როგორ პირს ეწოდება სუბიექტური პირი?

8.შეუწყვეთ ზმნას პირები: აშენებს.....................................,გაიგონა..............................,
გავუგზავნე........................................,მიდის....................................,ავუშენე............................
9.რამდენგვარი არსებობს ობიექტური პირი?

10.როგორ გავარჩიოთ ობიექტური პირები ერთმანეთისგან?
                                                                                                                           



სწორი პასუხები:
1.არსებითი სახელი
2.მეტყველების ნაწილს,რომელიც არსებით სახელს ახლავს და მას რაიმე ნიშნის მიხედვით ახასითებს,ზედსართავი სახელი ეწოდება.
3.რაოდენობითი-რამდენი?,როგობითი-მერამდენე?,წილობითი-მერამდენედი?
4.მეტყველების ნაწილს,რომელიც საგნის მოქმედებას ,ან მდგომარეობას გამოხატავს,ზმნა ეწოდება.
5.რომელიც სხვა რომელიმე მეტყველების ნაწილისგან არ არის  წარმოებული.
6.ერთპიტიანი,ორპირიანი,ან სამპირიანი
7.მოქმედ პირს
8.აშენებს-ის მას,გაიგონა- მან ის,გავუგზავნე-მე მას ის,მიდის-ის,ავუშენე-მე მას ის
9.ორგვარი-პირდაპირი და ირიბი
10. ბრუნვაუცვლელი ობიექტი – ირიბია, ბრუნვაცვალებადი –პირდაპირი.
პირდაპირია ობიექტი, თუ მისი ფარდი სახელი ზმნას „რა ქნა?“ კითხვაზე სახელობითის ფორმით ეწყობა.
ირიბია ობიექტი, თუ მისი ფარდი სახელი ზმნას „რა ქნა?“ კითხვაზე მიცემითის ფორმით ეწყობა.




Комментариев нет:

Отправить комментарий