რა უძლური ვარ ეხლა...რატომ
იტყვიან,რომ ,,სიყვარულს ქვის ზღუდენი ვერ შეაჩერებს.“
შენმა სიყვარულმა
დაივანა ჩემი სხეულის ყოველ უჯრედში და ისე ვარ შენი არსებით შეპყრობილი,მეშინია საკუთარი
უძლურებისა.
1989წ.
იმ საღამოს,რესტორანში,შენ,რომ სიმღერის შესაკვეთად წახვედი,მე შენ გიყურებდი მიმავალს,სწორედ მაშინ N-ის დაჟინებული მზერა ვიგრძენი.ვიცოდი გვერდით მომიჯდებოდა და აქეთ რომ წამოვიდა, სწრაფად გადავინაცვლე ადგილი. შენ რომ დაბრუნდი და ჩემს ადგილზე სხვა დაინახე,თვალებით შემეკითხე -რა მოხდაო,არაფერიმეთქი გითხარი და გავიფიქრე:ნუთუ არცერთხელ არ გაუვლია გულში,რომ შესაძლოა ჩემი თავი ვინმემ წაართვასმეთქი. თვალებში რომ შემოგხედე მაინტერესებდა: ნეტა,რა გაიფიქრამეთქი ეხლა და შენ ვერ წარმოიდგენ როგორ,როგორ მინდოდა გაგეფიქრებინა შემდეგი:-აი,თურმე როგორ შეიძლება დაგკარგო,თუ ერთი წუთითაც მიგატოვებ…
... წვიმაინი ივლისის უკუნეთ ღამეში დაეხეტები შენ ფეხაკრეფით... მე გული მტკივა... ჩაირაზა ყველა ჭიშკარი. ციცინათელები გინათებენ ჩემსკენ მომავალ ბილიკს. ჩაირაზა ყველა ჭიშკარი,მხოლოდ შენ დახვალ-ამ ყრუ ქუჩის გვიანი მგზავრი. მუდამ ღია მაქვს შენთვის კარი და რომც ვერ მნახო-მიგულე შენთან... 1989წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий