ლიტერატურული სამსჯავრო-იმიტირებული სასამართლო
თანამედროვე ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია ადამიანი ფლობდეს შემოქმედებით უნარებს.ეს არის ადამიანის უნარი, ააგოს თავისი
სამყარო, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება(სიტყვით, ხატვით, მუსიკით, საქმიანობით)
და წარმოაჩინოს თავისი თავი ამ სამყაროში,
სწორედ ამიტომ, ამ უნარის განვითარებას სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.შემოქმედებითი
უნარების გასავითარებლად მრავალი მეთოდია აღიარებული,მათ შორის არის ლიტერატურული სამსჯავრო,რომელიც
ეფუძნება სასწავლო მასალას.შესაბამისად,მსგავსი
იმიტირებული სასამართლოს მოსაწყობად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი თხზულება,რომელშიც
დასმულია პრობლემა ან ასახულია ადამიანური კონფლიქტები.
ცალკეულ მოვლენებთან ერთად მსგავს სამსჯავროზე შიშვლდება პროცესში მონაწილეთა
ხასიათები და შემოქმედებითი უნარები.მოსწავლეები ინაწილებენ როლებს და თუკი,ერთი მხრივ,ცდილობენ
ზუსტად განასახიერონ საკუთარი პერსონაჟები,მეორე მხრივ,შეაქვთ საკუთარი შტრიხები,რომლებიც
კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის ამ პროცესს.ამგვარ აქტივობებში მოსწავლეები
უფრო თავისუფლები,გახსნილები და მოტივირებულნი არიან.ცდილობენ სიღრმისეულად გაიაზრონ
ტექსტი,ცალკეული ეპიზოდები,მომენტები,მოვლენებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები
და ა.შ.,რათა შეძლონ მყარი არგუმენტების მოფიქრება როგორც საკუთარი პერსონაჟის პოზიციის
დასაცავად,ასევე სხვა პერსონაჟების გამამართლებელი ან გამამტყუნებელი მტკიცებულებების
მოსაფიქრებლად.
წარმოგიდგენთ
მე-8 კლასში ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლოს ჩარჩოს თემაზე: რ.ინანიშვილის ნოველა
,,ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“.
მოთხრობის შესწავლის შემდეგ დავგეგმეთ იმიტირებული სასამართლოს მოწყობა-გენერლის
გასამართლება.
სანამ გაკვეთილს ჩავატარებდი,მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეორგოლი,სადაც
ასახულია სასამართლო პროცესი.მოსწავლეებს ვთხოვე ყურადღება მიექციათ მონაწილე მხარეებისათვის,მათი
ფუნქციებისათვის,პოცესის მიმდინარეობისათვის.მოსწავლეებმა გაიაზრეს სასამართლო პროცესის
სპეციფიკა,შეძლეს მონაწილეთა ძირითადი როლის განსაზღვრა,მათი ქცევის თავისებურებების
ამოცნობა.შემდეგ შევთავაზე აერჩიათ როლები,შევთავაზე ჩემი მოსაზრებაც, ვინ რომელი როლის
შესრულებას უკეთესად გაუმკლავდებოდა.
ა)საერთო გადაწყვეტილებით შევარჩიეთ:
ა)საერთო გადაწყვეტილებით შევარჩიეთ:
მოსამართლე და
ნაფიცი მსაჯული.
ბრალდებული:გენერალი
ბრალმდებელი:ვინტგენშტეინი
დამცველები:ვინტგენშტეინის,გენერლის
მოწმეები:გენერლის მეგობარი ქალი,მგზავრები
დარჩენილი მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად-დაცვისა და
ბრალდების მხარეებად და დავიწყეთ პროცესისათვის მზადება.
ბ)მოსწავლეებს
გავაცანი ძირითადი მეთოდები,რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერი
დებატების წარმართვისას:
კითხვების დასმა:ემყარება
ლოგიკას და ითხოვს არგუმენტირებულ პასუხებს,რომელთა საშუალებითაც კეთდება სათანადო
დასკვნები.მისი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა.
დარწმუნება:მისი
მიზანია ოპონენტის დარწმუნება ჩვენი აზრის უპირატესობაში.ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
სწორედ ლოგიკური მსჯელობა და ლოგიკური კავშირების დადგენა.
ზემოქმედება: ამ
მეთოდის მიზანიც გულისხმობს იმ პირთა დარწმუნებას,რათა ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედონ,ოღონდ
ეს ქმედება ლოგიკას არ ემყარება და მოიცავს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ემოციურ ზემოქმედებას.
ეფექტის მოხდენა:
ამ შემთხვევაში გამომსვლელისათვის მთავარი ხდება არა ის,თუ რას ამბობს
,არამედ ის,თუ ვის ეუბნება.მისი ყურადღება მთლიანად აუდიტორიაზე გადადის და აქცენტი
კეთდება ინტონაციაზე,ჟესტიკულაციასა და მიმიკაზე.
მოსწავლეებს დეტალურად განუმარტე მათი ფუნქციები და
უფლება-მოვალეობანი.მაგ.რა ევალება მოსამართლესა
და ნაფიც მსაჯულებს?
ისინი ვალდებულნი არიან,იყვნენ სამართლიანები და მიუკერძოებლები;
გადაწყვეტილება,რომელსაც წარადგენენ,უნდა დაასაბუთონ და გაამყარონ სათანადო არგუმენტებით.
მოსამართლე ასევე ვალდებულია,წესების დაცვით წარმართოს
პროცესი-უზრუნველყოს სიმშვიდე,წესრიგის დაცვა; პროცესის დამსწრე ყველა პირისაგან მოითხოვოს
კორექტული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ; გულისყურით მოუსმინოს გამომსვლელებს და
ჩაინიშნოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,არგუმენტები და ა.შ.
გ)
შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიბრუნებოდნენ ტექსტს და მოენიშნათ მათთვის
აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეპიზოდები და გამონათქვამები,რომლებსაც
გამოიყენებენ პროცესზე; ვთხოვე ზედმიწევნით კარგად დაემახსოვრებინათ განსაკუთრებით
ის ეპიზოდები და ადგილები,რომელთა მოყოლაც (ან მოსმენა)მოუწევდათ პროცესზე დეტალურად.
მაგალითად:
ვინტგენშტეინის დახასიათება,ვინტგენშტეინის თვალით დანახული
გენერალი და მისი თანმხლები ქალი,კუპეში შეკეტილი წყვილი,მეორე დილის ეპიზოდი,ვინტგენშტეინის
პროტესტი და გამოწვევა,დიალოგი,დუელი,ბოლო წერილი და სხავა.
დ)
მოსწავლეებს ავუხსენი,რომ მათი ზეპირი გამოსვლის მიზანია-შეცვალოს მსმენელების აზრი,თვალსაზრისი,პოზიცია,შეხედულება
და შეძლოს მათი დარწმუნება ან გადარწმუნება.ამისთვის
მნიშვნელოვანია კარგად ესმოდეს პრობლემა,ზედმიწევნით იცნობდეს საქმის დეტალებს,მის
არგუმენტებს ახლდეს სათანადო მტკიცებულებები.კიდევ ერთხელ ავუხსენი რა არის არგუმენტი,როგორ
ააგონ არგუმენტირბული მსჯელობა.
ასევე ავუხსენი,რომ საბოლოო სიტყვის დროს უფრო ეფექტური
იქნება თუკი ზეპირად ისაუბრებენ და სათანადო კონტაქტს დაამყარებენ აუდიტორიასთან,თუმცა,
შეუძლიათ დასახმარებლად გამოიყენონ ჩანაწერები,გეგმა.ავუხსენი,რომ ასევე მნიშვნელოვანია
დასაწყისისა და დასკვნის ჩამოყალიბება.
მოსწავლეებს მივაწოდე ენობრივი რესურსი,რომელსაც გამოიყენებდნენ
ზეპირი გამოსვლის ტექსტის მომზადებისას,მაგალითად:როგორც...ამბობს;...ის ინფორმაციით;
ჩვენი ვარაუდით; როგორც გაირკვა; ზოგადად ცნობილია; მოგახსენებთ, რომ; გვინდა დაგარწმუნოთ
და სხვა.
ასევე მივაწოდე ენობრივი რესურსი ფაქტების,მოვლენებისა
და ქცევებს შორის არსებული ლოგიკური მიმართებების ასასახავად: პირველ რიგში; იმ დროს;
გარდა ამისა; აქედან გამომდინარე; აქედან ჩანს; რაც ადასტურებს იმას,რომ; მაშასადამე
და სხვა.
კონკრეტული მითითებები მივეცი დაცვის მხარეს:
1.თავიდან
შეისწავლეთ საქმე გენერლის დაცვის კუთხით.
2.მოძიეთ ყველა არგუმენტი იმისათვის,რომ დაამტკიცოთ
გენერლის უდანაშაულობა.
3.გამოიყენეთ თქვენთვის მისაღები ყველა მეთოდი,რომელიც
დაგეხმარებათ იმაში,რომ დაარწმუნოთ ,,მოსამართლე“ და ,,ნაფიცი მსაჯული“ თქვენს ნათქვამში.
4.განსაზღვრეთ,რა მტკიცებულებები და არგუმენტები შეიძლება
ჰქონდეს ბრალდების მხარეს,რათა მზად იყოთ მათ გასაბათილებლად;წინასწარ მოიძიეთ გასაბათილებელი
არგუმენტები.
გაითვალისწინეთ!
არ არსებობს ისეთი არგუმენტი,რომლის უარყოფაც არ შეძლება;
ყველა არგუმენტს გააჩნია თავისი სუსტი მხარეები;
ძლიერია არგუმენტი,თუ ის გამომდინარეობს მიზეზშედეგობრივი
კავშირებიდან(რა იყო-რა არის-რა იქნება)
5.მოემზადეთ პროცესზე მოწმეთა დასაკითხად.წინასწარ მოამზადეთ
მათთვის შეკითხვები.
გაითვალისწინეთ!
დასვით ისეთი შეკითხვები,რომ გაცემულმა პასუხებმა თქვენი
პოზიციები გაამყაროს!
6.ერთად განიხილეთ და შეაჯერეთ მტკიცებულებები,რომელთაც
წარმოადგენთ სასამართლოზე.
7.მოემზადეთ საბოლოო სიტყვისთვის და მოიფიქრეთ რას ითხოვთ
სასამართლოსგან აღმკვეთ ღონისძიებად.
8.განსაზღვრეთ ფუნქციები:ვინ რომელ მოწმეს დაკითხავს,ვინ
დაკითხავს გენერლის თანმხლებ ქალს და ვინ გამოვა საბოლოო სიტყვით.
კონკრეტული მითითებები ბრალდების მხარეს:
1.თავიადან შეისწავლეთ საქმე ბრალდების კუთხით.
2.შეაგროვეთ ყველა არგუმენტი და სამხილი გენერლის ბრალის
დასამტკიცებლად.
3.გამოიყენეთ თქვენთვის მისაღები ყველა მეთოდი,რომელიც
დაგეხმარებათ იმაში,რომ დაარწმუნოთ ,,მოსამართლე“ და ,,ნაფიცი მსაჯული“ თქვენს ნათქვამში.
4.განსაზღვრეთ,რა მტკიცებულებები და არგუმენტები შეიძლება
ჰქონდეს ბრალდების მხარეს,რათა მზად იყოთ მათ გასაბათილებლად; წინასწარ მოიძიეთ გასაბათილებელი
არგუმენტები.
გაითვალისწინეთ!
არ არსებობს ისეთი არგუმენტი,რომლის უარყოფაც არ შეძლება;
ყველა არგუმენტს გააჩნია თავისი სუსტი მხარეები;
ძლიერია არგუმენტი,თუ ის გამომდინარეობს მიზეზშედეგობრივი
კავშირებიდან(რა იყო-რა არის-რა იქნება)
5.მოემზადეთ პროცესზე მოწმეთა დასაკითხად.წინასწარ მოამზადეთ
მათთვის შეკითხვები.
გაითვალისწინეთ!
დასვით ისეთი შეკითხვები,რომ გაცემულმა პასუხებმა თქვენი
პოზიციები გაამყაროს!
6.ერთად განიხილეთ და შეაჯერეთ მტკიცებულებები,რომელთაც
წარმოადგენთ სასამართლოზე.
7.მოემზადეთ საბოლოო სიტყვისთვის და მოიფიქრეთ,რას ითხოვთ
სასამართლოსგან.
8.განსაზღვრეთ ფუნქციები:ვინ რომელ მოწმეს დაკითხავს,ვინ
დაკითხავს გენერალს და ვინ გამოვა საბოლოოსიტყვით.
როცა ყველა მხარეს ავუხსენი თავიანთი მოვალეობანი და
დავრწმუნდი,რომ მოსწავლეები მზად არიან ლიტერატურული სამსჯავროს მოსაწყობად დავგეგმე
გაკვეთილი.
,,სასამართლოს“ წინ მოვაწყვე სივრცე მოსწავლეებთან ერთად.
მე კი დამკვირვებლის როლი მოვირგე.გაკვეთილზეც და მზადების პროცესშიც ვაწარმოებდი დაკვირვების
ფურცელს,სადაც ვინიშნავდი ყველა მნიშვნელოვან დეტალს.
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლესა და
ნაფიც მსაჯულებს მივეცი განსაზრვრული დრო.
კითხვები,რომელიც
დასვეს ბრალდებულისა და ბრალმდებლის დამცველებმა:
სწორად მოიქცა თუ არა ვინტგენშტეინი,როცა თქვენი (გენერლის)
მეგობარი ქალის ღირსება დაიცვა,თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?
თქვენი აზრით,ვინტგენშტეინის ჩაურევლობა იქნებოდა თუ
არა თვალის დახუჭვა და უზნეობასთან შეგუება?
თვენი აზრით,თუ ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა ე.ი. ადამიანი
არაა?
ადამიანს აქვს თუ არა იმის უფლება,რომ შეურაცხყოფა მიაყენოს
ქალს,თუნდაც მსუბუქი ყოფაქცევისას?
იქნებ სულ არ უნახავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს(გენერალს),რომ
ვინტგენშტეინი იქვე იდგა და თვალს ადევნებდა?
ჰქონდა თუ არა ვინტგენშტეინს სხვის საქმეში ჩარევის
უფლება,თუკი ქალი არ აპროტესტებდა?
როგორ შეეცადა
გენერალი ვინტგენშტეინის გადარწმუნებას?
რაზე მოწმობს ვინტგენშტეინის პროტესტი და მისი ბოლო
წერილი?
ლიტერატურული სამსჯავროს შემდეგ გავიაზრეთ სათაური:
ყვავი-ბოროტების,ცუდის,გენერლისა და მისი ცხოვრების
წესის სიმბოლო.
დამბაჩის ხმა-გაფრთხილების,ძრახვის,ბოროტებასთან შეუგუებლობის,ვინტგენშტეინისა
და მისი ცხოვრების წესის სიმბოლო.
შეგონება:,,ძრახვავე
სჯობს საძრახავთა,ძრახვას კაცი მოუფრთხების“
აქტივობის მიზანი:
1.ტექსტის სიღრმისეული ცოდნის გამოვლენა;
2.მხატვრულ ტექსტში მოცემული ამბის გააზრება/შეფასების
უნარის ფლობა;
3.პერსონაჟთა ქცევის გააზრების,პრობლემის შეფასებისა
და სათანადო დასკვნების გამოტანის უნარის ფლობა;
4.დმარწმუნებელი ზეპირი გამოსვლა;
5.შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების,არგუმენტირებული
მსჯელობის,ინფორმაციის დახარისხების,ანალიზის,დისკუსიის,სოციალური უნარების განვითარება.
გამოყენებული ლიტერატურა:
სასწავლო აქტივობები ყველასთვის.ქართული ენა და ლიტერატურა.გზამკვლევი
მასწავლებლებისთვის.ავტორები:მაია მელიქიძე,მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი,რუსუდან ლორთქიფანიძე,
ქეთევან კუბლაშვილი.შემოქმედებითი უნარების განვითარება
გაკვეთილზე – მასწავლებლის ბლოგი.
ნარატიული ჩარჩოს გამოყენება დაწყებით საფეხურზე
შეჯამების
ჩარჩო წარმოადგენს შეკითხვების სერიას,რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებს წარმოუდგენს.ეს
შეკითხვები ისეა შედგენილი,რომ მოსწავლეებს ეხმარება,ყურადღება მია პყრონ კონკრეტულ
ინფორმაციას.სულ ცნობილია შეჯამების ჩარჩოს ექვსი ტიპი.ესენია:
1.ნარატიული ჩარჩო;
2.თემა-შეზღუდვა-ილუსტრირების ჩარჩო;
3.განმარტებითი ჩარჩო;
4.არგუმენტაციის ჩარჩო;
5.პრობლემის აღმოფხვრაზე ორიენტირებული ჩარჩო;
6.საუბრის ჩარჩო;
თიტოეული ჩარჩო ეხება სხვადასხვა ტიპის ტექსტის არსებით
სტრუქტურას.
მე წარმოგიდგენთ ნარატიულ ჩარჩოს. მხატვრული
ტექსტის ანალიზი წარმოადგენს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების
ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.
როგორ ავამაღლოთ მოსწავლეებში მხატვრული ტექსტის ანალიზის
უნარი?ამაში დაგვეხმარება ნარატიული,ანუ მოთხრობის ჩარჩოს (დიაგრამის) გამოყენება,რომელიც
მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას არის შესაძლებელი
და მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
1.პერსონაჟები:ნაწარმოების მთავარი პერსონაჟების მახასიათებლები;
2.გარემო:დრო,ადგილი და კონტექსტი,რომელშიც მოქმედება
ხდება;
3.მოქმედების ინიცირება:მოვლენა,რომელიც იწყებს ნაწარმოებში
განვითარბულ სიუჟეტს;
4.შიდა პასუხი:როგორი ემოციური რეაქცია აქვთ მთავარ
პერსონაჟებს მოვლენაზე,რომელიც ნაწარმოებში განვითარებულ სიუჟეტს იწყებს;
5.მიზანი:რის გაკეთებას გადაწყვეტენ მთავარი პერსონაჟები
ნაწარმოების სიუჟეტის ინიცირების მოვლენის შემდეგ (მიზანი,რომელსაც პერსონაჟები დაისახავენ);
6.შედეგი:როგორ ცდილობენ მთავარი პერსონაჟები მიზნის
მიღწევას;
7.გადაწყვეტა:რა მოსდის მთავარი პერსონაჟების მიერ დასახულ
მიზანს.
ნარატიული
ჩარჩოს დიაგრამას ხშირად ვიყენებ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან სხვადასხვა მოთხრობების,ზღაპრებისა
თუ იგავ-არაკების შესწავლისას,როგორიცაა: ი.ჭავჭავაძის ,,მოძღვარი“,რ.ინანიშვილის
,,შეაშაზე“, რ.ჭეიშვილის ,,სურათებიანი წიგნი“, მ.მაჭავარიანის ,,ვახტანგმა წყალი ისურვა“,
,,ცოტნე დადიანის თავგანწირვა“, სულხან-საბა ორბელიანის ,,მოხერხებული არაბი“და სხვა.
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს,სადაც გამოვიყენე ჩარჩოს დიაგარამა,რომ მოსწავლეებისთვის ტექსტის
გაანალიზებისა და შეჯამების უნარები განმევითარებინა.
გაკვეთილის თემა იყო: მ.მაჭავარიანის ლექსი:,,ვახტანგმა
წყალი ისურვა“
პირველად მოსწავლეებს გავაცანი ჩარჩოს კითხვები და ვთხოვე
ყურადღებით მოესმინათ ტექსტი,რომ კითხვებზე სწორი პასუხები გაეცათ. ლექსის წაკითხვის შემდეგ დავსვი კითვები.წარმოგიდგენთ კითხვებსა
და პასუხებს,რომელიც ნარატიული ჩარჩოს გამოყენებისას დავუსვი ჩემს მოსწავლეებს.
1.ვინ არის მთავარი პერსონაჟი და რა განასხვავებს მას
სხვებისგან?
პასუხი: მეფე ვახტანგი.ის სხვებისგან იმით განსხვავდება,რომ
მეფეა.
2.სად და და როდის ხდება ნაწარმოებში განვითარებული
მოქმედება?
პასუხი:მცხეთის მახლობლად,მე-5 საუკუნეში,როცა სატახტო
ქალაქი მცხეთა იყო.
3.რითი იწყება მოქმედება ნაწარმოებში?
პასუხი:ნადირობისას მეფე ვახტანგს წყალი მოსწყურდა.
4.როგორ გამოხატეს პერსონაჟებმა თავიანთი გრძნობები?
პასუხი:მეფისთვის წყლის მოსატანად წასული ვეზირი,მეფე და სხვა მხლებლები გაოცებულები არიან ცხელი წყლის
აღმოჩენით.
5.რისი გაკეთება გადაწყვიტეს მთავარმა პერსონაჟებმა?დაისხეს
მიზანი?თუ მიზანი
დაისახეს, რაში მდგომარეობს ის?
პასუხი:მეფემ ამ ადგილას ქალაქის აშენება ბრძანა.
6.როგორ ცდილობდნენ მთავარი პერსონჟები,მიეღწიათ თავიანთი
მიზნ(ებ)ისათვის?
პასუხი:ხალხმა თბილისს მოაშურა:,,ქვამ ქვა იგრძნო,ძელმა-ძელი“.
7.რა შედეგები მოიტანა მთავარი პერსონაჟების მცდელობამ?
პასუხი:,,ჩაიყარა საძირკველი,დაიბადა თბილისელი“.
გაკვეთილის
ბოლოს ჩემმა მოსწავლეებმა ნარატიული ჩარჩოს შეკითხვების პასუხების მიხედვით ჩამოაყალიბეს
შემაჯამებელი აბზაცი:
საქართველოს
ისტორიის თანახმად,მეფე ვახტანგ გორგასალი ერთხელ სანადიროდ წავიდ მცხეთის სიახლოვეს.მეფისთვის
წყლის მოსატანად წასულმა ვეზირმა შემთხვევით ცხელი წყალი აღმოაჩინა.ყველა გაოცებული
და შეშინებული იყო.მეფემ იმ ადგილას ქალაქის გაშენება ბრძანა.მახლობელი სოფლებიდან
ხალხი იმ ადგილს მოაწყდა,სადაც ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობდა.საძირკველი ჩაიყარა
და ცოტა ხანში პირველი თბილისელიც დაიბადა.
ნარატიული
ჩარჩო მოსწავლეებს ეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში, მოთხრობიდან თუ ლექსიდან მთავარი და ძირითადი ელემენტების გამოყოფაში.ბოლოს
მოსწავლეები აჯამებენ პასუხების დახმარებით და თითქოს ძნელი და გაუგებარი ტექსტი მარტივი
და გასაგები ხდება მათთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:ჯ.მარზანო,ჯ.ფიქერინგი,ი.ფოლოქი-ეფექტური
სწავლება სკოლაში
,,შუშანიკის წამების“ რამდენიმე ეპიზოდის გაგებისათვის
,,შუშანიკის წამება“
ჩვენამდე მოღწეული პირველი მხატვრული ნაწარმოებია, ამიტომ,ბუნებრივია,მას უდიდესი მნიშვნელობა
აქვს,როგორც ლიტერატურული, ისე ისტორიული კუთხით,ვინაიდან
მასში მოცემულია V საუკუნის II ნახევრის ქართლის
პოლიტიკური,სოციალური და კულტურული ვითარების უტყუარი სურათები. მაგრამ ნაწარმოებში
არის ბევრი ისეთი ეპიზოდი,რომლის განმარტებისათვის მასწავლებელმა აუცილებლად ისტორიას
უნდა მიმართოს.
ერთ-ერთი
ასეთი ეპიზოდი გახლავთ შუშანიკისა და მისი მაზლის,ჯოჯიკის შეხვედრა,სადაც შუშანიკი
ეუბნება მას:,,უწყი,ვითარმედ დაი ვარ და ერთგან განზრდილნი“, ე.ი. ერთად გაზრდილები
ვართო.მოსწავლეები ხშირად სვამენ კითხვას:
რატომ გაიზარდნენ ჯოჯიკი და შუშანიკი ერთად,შუშანიკი ხომ სომეხთა მხედართმთავრის ვარდან
მამიკონიანის ქალიშვილი იყოო. ამ კითხვას,რომ ვუპასუხოთ, აუცილებელია ვოცოდეთ ამიერკავკასიის ქვეყნების მაშინდელი პოლიტიკური ვითარება,კერძოდ:
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში ხელს უწყობდა
ქართლსა და რომის იმპერიას შორის კავშირის განმტკიცებას,რაც ნიშნავდა ირანულ ორიენტაციაზე
უარის თქმას,ბრძოლას ირანული პოლიტიკური და კულტურული გავლენის წინააღმდეგ.ამიტომ,ირანის
მეფეები პიტიახშთა მოსყიდვით ქართლის სამეფოს
დასუსტებას ცდილობდნენ,ეს კი ხელს უწყობდა მათი პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას. 449 წელს ირანის შაჰმა იეზდიგერდ II-მ გადაწყვიტა განეხორვიელებინა შეტევა მტრული იდეოლოგიის
-ქრისტიანობის წინააღმდეგ,რომელიც იმ დროისათვის გავრცელებული იყო ამიერკავკასიის ქვეყნებში.ამ
მიზნით,იეზდიგერდ II-მ
ქართლის,სომხეთისა და ალბანეთის მეთაურები სამეფო კარზე იხმო და დაემუქრა, თუ სარწმუნოებას
არ შეიცვლიდნენ სიკვდილით დასჯიდა და მათ ქვეყნებსაც
ააოხრებდა. ქართლიდან აქ იყო არშუშა,ვარსქენის მამა, სომხეთიდან კი ვარდან მამიკონიანი,შუშანიკის
მამა და ჰმაიკ მამიკონიანი,ვარდანის ძმა.ცნობილია ისიც,რომ ჰმაიკს ცოლად ჰყოლია არშუშას
ცოლის და. ე.ი. შუშანიკის ბიძაშვილები ვარსქენის
დეიდაშვილები ყოფილან.
დავუბრუნდეთ
შაჰის კარს.ამიერკავკასიელ დიდებულებს გადაუწყვეტიათ, ეღიარებინათ მაზდეანობა,მაგრამ
სამშობლოში დაბრუნებისთანავე თავიანთ სარწმუნოებას დაბრუნებოდნენ. ცბიერი შაჰი მიხვდა
თურმე მათ განზრახვას და ზოგი მათგანი,მათ შორის არშუშა პიტიახში ირანის სამეფო კარზე დაუტოვებია. 450 წელს სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა.სომხეთში
სახალხო მოძრაობას ირანელთა წინააღმდეგ ვარდან მამიკონიანი ჩაუდგა სათავეში.ისიც და
მისი ძმა-ჰმაიკიც გმირულად დაიღუპნენ ამ ბრძოლაში 451 წელს,რომელიც ავარაირის ბრძოლის
სახელითაა ცნობილი. ჰმაიკის ცოლი,ძვიკი და
სამი ვაჟიშვილი კი ტყვეობაში მოხვდნენ. 455 წელს, არშუშა პიტიახშს
დიდძალი საბოძვრის გაღებით მოუსყიდნია ირანის დიდებულები და ჰმაიკის ოჯახი თავისთან,ქართლში,წამოუყვანია.
ისინი არშუშას ოჯახში თითქმის 10 წელი იმყოფებოდნენ და სათანადო აღზრდა-განათლებაც
მიუღიათ. როგორც ჩანს,არშუშა ვარდან მამიკონიანის ოჯახსაც დახმარებია.სწორედ ამის დამადასტურებელი
გახლავთ თავში მოხმობილი ეპიზოდი ,,შუშანიკის წამებიდან“: ,,უწყი,ვითარმედ დაი ვარ და ერთგან განზრდილნი“.
აი,რატომ შეიძლებოდა გაზრდილიყვნენ ჯოჯიკი
და შუშანიკი (არშუშას,მისი ქვისლის-ჰმაიკისა
და ჰმაიკის ძმის-ვარდანის შვილები)
ერთად არშუშას ოჯახში.
მივუბრუნდეთ
არშუშას გამზდეანების ამბავს,რომელზეც ,,შუშანიკის
წამების“ ავტორი არაფერს ამბობს. როგორც ისტორიულად
დასტურდება,ვარსქენის მამას,არშუშა პიტიახშს ქრისტიანობა უარუყვია, რაც პოლიტიკური სიტუაციით ყოფილა განპირობებული,მაგრამ
მიუხედავად ამისა, შუშანიკი აი,როგორ უპირსპირებს მამამისის საქმეებს ვარსქენს: ,,
მამამან შენმან აღჰმართნა სამარტვილენი და ეკლესიანი აღაშენნა, და შენ მამისა შენისა
საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა
სახიდ თვისა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაი და ქუეყანისაი აღიარა და
ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც.“ ისეთი ღვთისმოშიში და მოყვარული
პიროვნებისგან,როგორიც შუშანიკი იყო, სავარაუდებელია,რომ სიცრუე ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.აქედან გამომდინარე,ეტყობა
არშუშას დაბრუნებისთანავე ისევ ქრისტე ღმერთი უღიარებია,როგორც თავიდანვე ჰქონია გადაწყვეტილი;თავისი
ქცევითა და სათნოებებით ანგელოზები შემოუკრებია და ,,სამარტვილეთა აღმშენებლის“ სახელიც დაუმკვიდრებია. ეს შედარება მამასა და შვილს შორის უფრო მეტად
წარმოაჩენს ვარსქენის ,,სამგზის საწყალობელ“ სახეს ,,რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახვილი,
არცა პყრობილებაი ქრისტესთვის?!“ და მაინც თავისი
ნებით, ,,რაითამცა სათნო ეყოს მეფესა(პეროზს) განუგდია ,,სასოებაი ქრისტესი“. მართალია,ნაწარმოებში არაფერია ნათქვამი ,,უსჯულო
ვარსქენის“დასჯის შესახებ,მაგრამ ცნობილია,რომ მისი მოღალატებრივი პოლიტიკის გამო იგი სიკვდილით დასაჯა
მეფე ვახტანგ გორგასალმა 482 წელს.ეს ისტორიული ფაქტიც აუცილებლად უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს,რომელიც
საცნაურს ხდის სარწმუნოების,ქვეყნისა და,,საწუთროს მეუღლის“, მოღალატე ვარსქენის საბოლოო
განჩენს.
გამოყენებული ლიტერატურა: ზ.სარჯველაძე,ე.გიუნაშვილი-იაკობ
ხუცესის ,,შუშანიკის წამება“
ოთარ ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“-დასაწყისის გააზრება
ავტორი
ნატო შეროზია
,,ადამიანი
გაზეთის
სვეტში“
მხატვრული
ხერხით-ალუზიით
იწყება,რომელიც
სახარებიდან
არის
მოხმობილი.სანამ გარჩევაზე
გადავიდოდეთ,
თვალი
გადავავლოთ
ამ
იგავს:
მთესველი
გამოვიდა მთესველი თესვად.ზოგი თესლი გზისპირას დაცვივდა,მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს;ზოგი კლდეზე დაცვივდა,აღმოცენდა
და
მალე
გახმა,ვინაიდან
ღრმად
ვერ
გაიდგა
ფესვი
კლდეზე;ზოგი ეკალ-ბარდებში
მოხვდა,გაიზარდა
ეკალი
და
მოაშთო
ყანა;ზოგი ნაყოფიერ
მიწაში
ჩაცვივდა,გაიზარდა
ყანა
და
ასმაგი
ნაყოფი
გამოიღო. (მათე 13.3-8)
,,მე მარცვალი
ვარ,ღმერთის
კალთიდან
გადმოვარდნილი
და
ღმერთმა
იცის რა მელოდება“-ასე იწყებს თხრობას ლექსის
გმირი
კრუს
ხიმენესი.მისი შიში გამოწვეულია
იმით,თუ სად დაიდებს
ბინას
ეს
მარცვალი:ჩიტის ჩიჩახვში,თუ ქვის საწოლში,ეკალბარდებში,თუ თბილ ხნულში.
იგი თავს მარცვალს,ანუ,უფლის სიტყვას
უწოდებს,რადგანაც
მისი
სიცოცხლეც
და
სიკვდილიც
ისეთივე
სიმართლეა,როგორც უფლის სიტყვა.სიტყვა,რომელიც
ითქვა
მაშინ,როცა არჩევანი
გააკეთა.სწორედ საკუთარი
არჩევანით
აღასრულებს
იგი
უფლის
ნებას:,,გიყვარდეს
მოყვასი
შენი“
და
იღებს
საბოლოო
საზღაურს:
,,ნეტარ
იყვნენ
დევნულნი
სიმართლისათვის,
რამეთუ
მათი
არს
სასუფეველი
ცათა“.
კრუს ხიმენესი თავისსავე სისხლის გუბეში წევს.
სამხედრო
წესდების
მუხლებს
მთლად
ვერ
დაემთხვა
მისი
სურვილი,
რადგან
მას
სწამდა
მხოლოდ
ერთი
კანონი:თავისუფლების
და
სიყვარულის.
ეხლა კი,როცა მან ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე გაიღო,იმაზე ფიქრობს როგორ მიიღებს
კაცობრიობა
მის
თავგანწირვას.
ჩიტის ჩიჩახვში
მაშინ
მოხვდება,თუკი გზისპირას
დავარდება
მარცვალი,ანუ,ისეთ ადამიანთა
გულებში,რომელთაც ესმით სიტყვა(საქმე),მაგრამ გონებით ვერ წვდებიან მას,ამიტომ ბოროტები,დემონები(ჩიტები)სტაცებენ გულში დათესილ სიტყვას და საბოლო
ოდ ჩიტის ჩიჩახვში დაიბუდებს.ცხადია,ასეთი ადამიანები ვერ გაიაზრებენ მისი სიკვდილის არსს.
ქვის საწოლში,კლდოვანზე
დათესილში
იმ
ადამიანთა
გულები იგულისხმებიან,რომელ
თაც მისი თავგანწირვა აღაფრთოვანებს და სიხარულით აიტაცებენ,მაგრამ გულში ღრმად ფესვს ვერ იდგამენ
და
ხმებიან(მალე ივიწყებენ).
ეკალ-ბარდებში
ჩავარდნილი
თესლი,ისეთ ადამიანთა
გულებში
ხვდება,რომელთაც
ესმით
უფლის
სიტყვა,მაგრამ წუთისოფლის
საზრუნავი
და
სიმდიდრის
საცდური
ამ
სიტყვებს
აშთობს
და
ის
უნაყოფო
ხდება.ამ შემთხვევაში ჯარისკაცის
სიკვდილის
არსი იკარგება,რად
გან ყოველდღიური საცდურები აუფერულებენ სიტყვას ,,თავისუფლება“.
და,რას ნიშნავს
თბილი
ხნული? -ეს,მისი სიცოცხლის და სიკვდილის გამართლებაა, სიკვდილის,რომელიც ნაყოფის გამომცემელია,რადგან მან,როგორც უფლის სიტყვამ არ დაკარგა თავისი დანიშნულება,ამიტომ გულებში ჰპოვა თბილი ადგილი და სამუდამოდ იქ დაიდო ბინა,ვინაიდან მისი ,,სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია“.ვინაიდან კვლავ იქნებიან ისეთები,ვინც მიეხმარებიან სუსტებს სიმართლის
დაცვაში,ვისი გულბიც აფეთქდებიან
დინამიტივით,თუ ვერაფერს
ვერ
იღონებენ
მონობის
უღლის
გადასაგდებად. კრუს ხიმენესის სისხლი კი დარჩება მარად ,როგორც ნიშანი პატივისცემის და ერთგულების დემონსტრანტების
მიმართ.
ამიტომ უწოდა მრავლისმეტყველი ლექსის გმირმა თავის თავს უფლის კალთიდან
გადმოვარდნილი
მარცვალი,რადგან მისი სიცოცხლე
არ
ჰგავს
იმ
საბრალო
ადამიანების
სიცოცხლეს,რომელთა
მოკლე
და
უშინაარსო
ცხოვრება
გადის
შიშში,მტრობასა
და
სიძულვილში.
კრუს ხიმენესის
სიცოცხლე და სიკვდილი თავად არის უფლის სიტყვა,
სიკეთის ის მარცვალი,რომელმაც უნდა ჰპოვოს ადგილი ადამიანთა გულებში,გაიზარდოს,ნაყოფი
მოისხას და იღაღადოს:სიყვარული,სიკეთე და თავისუფლება.
Комментариев нет:
Отправить комментарий