საინტერესო ბმულები და რესურსები

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს
2018, 27 დეკემბერი,
 პროფესორმა ენდრიუ ნიუბერგმა, აშშ-ში თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის პროფესორმა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ლოცვა და მედიტაცია ნამდვილად ძლიერმოქმედია. როცა ამ პრაქტიკას რეგულარულად ვაკეთებთ, ჩვენი ტვინი კეფის ნაწილში და ენის არეში, ასევე ზოგად აქტიურობას ზრდის. ეს ტვინის ფიზიკურ ვარჯიშს წარმოადგენს, რასაც სხვადასხვა დაავადების განკურნება და ტვინის განვითარება მოჰყვება. აუცილებელი არაა ბერი ან მონაზონი გახდეთ, რომ ის სარგებელი მიიღოთ. რასაც ლოცვა და მედიტაცია ეწოდება. იმ დასკვნამდე რომ მისულიყო, რომ ეს პრაქტიკა ნამდვილად მნიშვნელოვანია, ექიმმა შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარა: მან ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, კვლევაში მონაწილეობა შესთავაზა. რომ მედიტაციის და ლოცვის დაწყებამდე და შემდეგ მათზე დაკვირვება განეხორციელებინა. 8 კვირის განმავლობაში ანალიზი ყოველდღიურად დაახლოებით 12 წუთით ტარდებოდა. შედეგი ძალიან დადებითი იყო იმ უპირატესობის მხრივ, რასაც ლოცვა და მედიტაცია ორგანიზმის ჯანმრთელობაზე ახდენდნენ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ექიმი ენდრიუ ირწმუნება, რომ ჩვენი ტვინს ნამდვილად აქვს სტრუქტურა, რომელიც რელიგიის მიუხედავად ნამდვილად იცვლება. სხვა კვლევები, რომლებიც ჟურნალში Cancer Society გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ პაციენტები ძლიერი სულიერი დარწმუნებით მკურნალობის უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ და უფრო ნაკლები სიმპტომები ჰქონდათ. ანალიზი 40 ათას პაციენტზე ჩატარდა. ფლორიდაში სიმსივნის ცენტრის (Moffitt) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვისაც ლოცვის და მედიტაციის სწამდა, უფრო კარგი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰქონდათ რწმენა და მედიტაციით არ კავდებოდნენ. აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ წმენდა და მედიტაცია ჩვენ კიდევ ჯანმრთელს გვხდის. და ადამიანი სამ ბოძს ეყრდნობა: ფიზიკური, მენტალური და სულიერი. განა ეს სასწაული არაა?
 აღმოჩენები,ინოვაციები,პრობლემები
 ბოლო დროის აღმოჩენები

https://on.ge/story/17257-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90-2017-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%93




წესები მშობლებისთვის


https://www.facebook.com/pages/category/TV-Show/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-Tsesebi-Mshoblebistvis-2090551701176161/


https://www.youtube.com/watch?v=zPypQJ-0qQE



 მიმართვა მშობლებს
 დღეს იშვიათია მშობელი, რომელსაც შეუძლია შვილის კომპიუტერთან ურთიერთობის რეგულირება. შედაგად, მშობელთა უმეტესობა ხარობს იმით, რომ ბავში არ არის ქუჩაში, არამედ წყნარად ზის სახლში და აზრადაც არ მოსდის, რა ნაღმზე შესვეს შვილები. როცა ვერ ტვირთავ ბავშვს და კომპიუტერთან ურთიერთობას სარგებელს ვერ ხდი, ბუნებრივია, რომ მონიტორი ბაშვს თამაშების სამყაროს სარკმელად ექცევა, ეჯაჭვება მას, ეცვლება ცნობიერება, დეგრადირებს მასში ჭეშმარიტების ძიების და წვდომის უნარი. ყველა ახლობელს ვაფრთხილებ იმ საშიშროებაზე, რომელსაც შეიცავს ვირტულაურ სამყაროში ბავშვის უკონტროლო წვდომა. ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, რომ მშობელს შეესმინოს. მეზობლის ბავშვს აქვს, როგორ არ უნდა ქონდეს მისას? განა უკეთესია, გარბოდეს მეზობელთან? ხომ არ ჩამორჩება ბაშვი თანამედროვე ცხოვრებას? ეს ის არგუმენტებია, რომელთაც, თუმცაღა კი არ იტყვის ზოგჯერ მშობელი, მაგრამ ექცევა მოტივაციად ბავშვისთვის კომპიუტერის ყიდვის. უგუნურობაა ეს! როცა ყიდულობს ბავშვისთვის „სათამაშოს“, თან ხშირად სესხით, რომლითაც ორმაგად იხდი და თავად არაფერი გესმის იმ საშიშროების, რომლითაც აღსავსეა ვირტულაური სამყარო, იქნებ მათი მაინც დაიჯერო, ვინც შენზე მეტი იცის. მაგრამ არა. მერე კი გადის დრო და და მოდის ადამიანი ტკვილით: თამაშობს ჩემი შვილი, სწავლა ეზარება, დაუდევარია საქმეში, ფულის მოპარვაც კი დაიწყო. ეს ის დგომარეობაა, როცა უკვე ნაკლებად რამეს თუ შეცვლი და ლოცვაში გადატყავებული მუხლებით თუ გამოითხოვ, გამოილოცებ შვილის სულს. არადა, რა მარტივად შეიძლებოდა თავის არიდება. დატვირთეთ შვილები სპორტით, ქართული ცეკვით, მუსიკით! ნუ დამშვიდდებით, როცა ბავშვს სახლში მაგიდასთან კომპიუტერის წინ მჯდომარეს ხედავთ. ან, იქნებ უფრო პროგრამირების სწავლით დატვირთოთ, ვიდრე თამაშით. გამოიძიეთ, რა სამყაროში ცხოვრობს თქვენი შვილი, რომ შემგომ თავსატეხად არ გექცეთ. დეკ. ანდრია (კემულარია).

Комментариев нет:

Отправить комментарий